პროკურატურაში, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტი განხორციელდება

საქართველოს პროკურატურაში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტი განხორციელდება.
სამუშაო შეხვედრა, რომელიც გენერალურ პროკურატურაში გაიმართა, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილმა და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გახსნეს.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის ექსპერტებმა თანამონაწილეობრივი გენდერული აუდიტის მიზნების, ამოცანებისა და მეთოდოლოგიის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს მოსაზრებები გაუზიარეს და მოსალოდნელ შედეგებზე იმსჯელეს.
გენდერული აუდიტის ძირითად ამოცანას წარმოადგენს, მოახდინოს ორგანიზაციის გენდერული ანალიზი და შეისწავლოს უწყებაში არსებული გენდერული პოლიტიკა, გამოავლინოს, როგორ აღიქმება თანამშრომლების მიერ გენდერული თანასწორობის საკითხი და რამდენად პრიორიტეტულია იგი უწყების პოლიტიკის, საქმიანობის თუ შიდა ორგანიზაციულ დონეებზე. ასევე, გენდერული აუდიტის ამოცანას წარმოადგენს წარმატებული პრაქტიკის შესწავლა და რეკომენდაციების შემუშავება არსებული გამოწვევების დასაძლევად. გენდერული აუდიტის ანგარიშის საფუძველზე, მოხდება შემდგომი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება. ასევე, მიგნებები აისახება პროკურატურის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმასა და პოლიტიკის სხვა დოკუმენტებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები