სახელმწიფოსაგან აღიარებული პირველი, „ახალგაზრდული მუშაკის“ გადამზადების აკრედიტირებული პროგრამის გახსნითი ღონისძიება გაიმართა

სახელმწიფოსაგან აღიარებული პირველი, „ახალგაზრდული მუშაკის“ გადამზადების აკრედიტირებული პროგრამის გახსნითი ღონისძიება გაიმართა.
ახალგაზრდობის სააგენტომ, მისი სამწლიანი რეფორმის მთავარი მიმართულების, „ახალგაზრდული საქმიანობის ინსტიტუციონალიზაციის“ ფარგლებში, საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაციასთან ერთად და განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით დღეს, სახელმწიფოსაგან აღიარებული პირველი „ახალგაზრდული მუშაკის“ გადამზადების აკრედიტირებულ პროგრამა დაიწყო.
“ღონისძიებას გახსნით ნაწილში, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი რეზო ჩარკვიანი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (EQE.GE) ხელმძღვანელი თამარ მახარაშვილი, საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გუბაზ კობერიძე წარსდგნენ.„ახალგაზრდული მუშაკის“ გადამზადების აკრედიტირებული პროგრამა, ახალგაზრდული მუშაკის ინსტიტუციონალიზაციის პროცესში გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელის შედეგადაც, ერთის მხრივ, პრაქტიკოსი ახალგაზდრული მუშაკები სერტიფიცირებულ პროფესიონალებად გადამზადდებიან, მეორეს მხრივ კი ფორმალურ ინსტიტუციაში – პროფესიულ სასწავლებლებში არაფორმალური განათლების კომპონენტი შევა. აღნიშნული ხელს შეუწყობს პროფესიული სასწავლებლების გაძლიერებას და პოპულარიზებას. ამავდროულად, „ახალგაზრდული მუშაკის“ ინსტიტუციონალიზაცია და პროფესიად ჩამოყალიბება საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების ნაწილია.
ახალგარზდული მუშაკი“ ახორციელებს პროფესიულ ახალგაზრდულ საქმიანობას, რაც გულისხმობს არაფორმალური განათლების გზით, ახალგაზრდებისთვის ევროკავშირის მიერ აღიარებული საკვანძო კომპეტენციების გადაცემას და ასევე იმ  უნარებისა და დამოკიდებულებების განვითარებაში დახმარებას, რომლებიც აუცილებელია საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების სრულფასოვნად მონაწილეობისთვისა და საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზებისთვის.
ევროპული სტანდარტების შესაბამისი, ახალგაზრდული მუშაკის გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამით, პირველ ეტაპზე, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მომზადებას გაივლის არაფორმალური განათლების მიმწოდებელი 30  პრაქტიკოსი. მსმენელები ღია კონკურსის გზით შეირჩნენ, საქართველოს 9 რეგიონში. კურსი 6 თვიან თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას მოიცავს. პროგრამის პრაქტიკულ კომპონენტს მსმენელები საქართველოს 9 რეგიონში არსებულ პროფესიულ სასწავლებლებში გაივლიან. კურსზე ყველა არსებული პროფესიული სასწავლებლის თითო თანამშრომელია წარმოდგენილი და პროგრამის დასრულების შემდეგ ისინი საქმიანობას ადგილზე გააგრძელებენ.
ახალგაზრდული მუშაკი, ეს პროფესიაა!”-ნათქვამია ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები