2021 წელს მთავრობა ეკონომიკის 5 %-იან ზრდას ელის

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობა ეკონომიკის 5 %-იან ზრდას ელის. რაც შეეხება 2020 წელს – მთავრობა ვარაუდობს, რომ ეკონომიკა 4.9 %-ით შემცირდება. მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, წელს ინფლაცია 3.5%-ის ფარგლებში იქნება.

„მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, 2020 წლის ნომინალური მშპ 49.9 მლრდ ლარით განისაზღვრა, 2021 წლის ნომინალური მშპ-ის მოცულობა 54.5 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო 2024 წლისთვის პროგნოზირებულია მისი გაზრდა 69 მლრდ ლარამდე”, – აღნიშნულია დოკუმენტის განმარტებით ბარათში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები