ზაურ დარგალის შეფასებით, “ქართული ოცნების” შტაბის წევრზე თავდასხმა გუშინ მარნეულში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება

“ნაციონალურმა მოძრაობამ” იცის, რომ წაგებული აქვს ეს არჩევნები და ცდილობს შექმნას სხვადასხვა დაძაბულობა და, თავისთავად, დღევანდელი ფაქტი გუშინდელი ფაქტის შემდეგ მეტყველებს იმაზე, რომ ერთმანეთთან კავშირშია”, – ასე გამოეხმაურა მარნეულისა და გარდაბნის ოლქში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი, ზაურ დარგალი დღეს დილით მარნეულთან მომხდარ ძალადობრივ ფაქტს.

„დღეს დილით ჩვენი საარჩევნო სპეციალისტი, როცა თბილისიდან მარნეულში ჩამოდიოდა, გზაზე გააჩერეს და სასტიკად სცემეს თემო შუბითიძე. თქვენ იცით, რომ გუშინ, მთელი დღის განმავლობაში “ნაცმოძრაობის” მხრიდან ჩვენს შტაბთან სხვადასხვა პროვოკაცია იყო მოწყობილი, რომელიც საღამოს საათებშიც გაგრძელდა და მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ. სამწუხაროა, როცა ჩვენ ძალიან პოზიტიურ ფონზე მიგვყავს საარჩევნო კამპანია და ამ დროს “ნაციონალური მოძრაობა” თავის სტილში აგრძელებს პროვოკაციულ ქმედებებს.
“ნაციონალურმა მოძრაობამ” იცის, რომ წაგებული აქვს ეს არჩევნები და ცდილობს შექმნას სხვადასხვა დაძაბულობა და, თავისთავად, დღევანდელი ფაქტი გუშინდელი ფაქტის შემდეგ მეტყველებს იმაზე, რომ ერთმანეთთან კავშირშია. გამოძიება მიმდინარეობს და ყველაფერს დაადგენენ, თუ რა ფონზე მოხდა“, – განაცხადა“რეგიონულ კვირასთან“ ზაურ დარგალმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით მარნეულისკენ მიმავალ გზაზე “ქართული ოცნების” შტაბის წევრს, თემურ შუბითიძეს უცნობი პირები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდართან დაკაშირებით შს სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები