მარინა ენდელაძე: აჭარა, ჯერჯერობით, ცხელ წერტილად რჩება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანლის, მარინა ენდელაძის განცხადებით, აჭარის გარდა, სხვა რეგიონებში კორონავირუსის გამოვლენის თვალსაზრისით საგანგაშო მდგომარეობა არ არის.
მისივე თქმით, აჭარაში ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.
“ჯერჯერობით, აჭარა ცხელ წერტილად რჩება. მაგრამ ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს და შემთხვევათა რაოდენობა აუცილებლად შემცირდება. სხვა რეგიონებში საგანგაშო მდგომარეობა არ არის. თითქმის ისეთივე მატებაა, როგორიც იყო. თბილისში, იმერეთში და სხვაგანაც შემთხვევებმა იკლო”, – აღნიშნა ენდელაძემ.