საქართველოში კორონავირუსისგან 796 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 796 პაციენტი გამოჯანმრთელდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3 120-ს შეადგენს.

ამასთან, ქვეყანაში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6192-ს შეადგენს.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 37-ია.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 413 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

ამასთან, „კოვიდ“-სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 869-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები