ულვა იოჰანსონი: გიორგი გახარიასთან შეხვედრა მეგობრული და პროდუქტიული იყო

“საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრა მეგობრული და პროდუქტიული იყო”, – ამის შესახებ ევროკომისარი საშინაო საკითხებში, ულვა იოჰანსონი „ტვიტერში” საქართველოს პრემიერმინისტრთან შეხვედრასთან დაკავშირებით წერს.

როგორც ევროკომისარი აღნიშნავს, გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე მიგრაციისა და მობილობის სფეროში პარტნიორობის შემდგომი განვითარების საკითხები განიხილეს.

„საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრა მეგობრული და პროდუქტიული იყო. განვიხილეთ სამომავლო გზები მიგრაციისა და მობილობის სფეროში ჩვენი ძლიერი პარტნიორობის შემდგომი განვითარებისთვის”, – აღნიშნავს ულვა იოჰანსონი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები