რატი იონათამიშვილი: “ნაცმოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” ადგილი მომდევნო პარლამენტში აღარ იქნება

ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, მომდევნო პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” ადგილი აღარ იქნება.

იონათამიშვილის თქმით, ქართველი ამომრჩეველი მათ რეალობაში მალე დააბრუნებს.

“სიმბოლურია, რომ ამ დარბაზში, როდესაც მე-9 მოწვევის დამამთავრებელი სესია მიმდინარეობს, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ სკამები არის ცარიელი. ეს სიმბოლურად განასახიერებს იმასაც, რომ მომდევნო პარლამენტში მათი ადგილი, უბრალოდ, აქ აღარ იქნება. მათ არ შეუცვლიათ თავისი ბუნება და ზნე-ჩვეულებები, მაგრამ ქართველი ამომრჩეველი დააბრუნებს მათ ძალიან მალე, სულ რაღაც, 31 დღეში სინამდვილეში და ეს სინამდვილე იქნება მათთვის ძალიან მძიმე და პოლიტიკაში მათი ადგილი აღარ იქნება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები