გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს
მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე იმსჯელებენ. დღეს ასევე გადაწყდება, გადავა თუ არა საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე.
დაკავებულებს, რომელთაც წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული – ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას, სხეულის მსუბუქ დაზიანებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.