ევროკავშირი საქართველოს 129 მილიონ ევროს გამოუყოფს

“საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთან ბრწყინვალე შეხვედრა გვქონდა ევროკავშირ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავლის შესახებ”, – ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” წერს.

ევროკომისარი საქართველოს პრემიერმინისტრთან ერთად ხელმოწერილ შეთანხმებებზეც საუბრობს, რომელიც ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის, ჯამურად, 129 მილიონი ევროს დაფინანსების გამოყოფას გულისხმობს.

ვთანხმდებით, რომ მნიშვნელოვანია სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების, ეკონომიკის აღდგენისა და განვითარების გაძლიერება. საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად სიამოვნებით მოვაწერეთ ხელი დაფინანსების 2 შეთანხმებას. აღნიშნულის ფარგლებში, ევროკავშირი საქართველოს 129 მილიონ ევროს გამოუყოფს, რაც ქვეყანას ახალი კორონავირუსის ეპიდაფეთქებისა და ეკონომიკაზე მისი გავლენის დაძლევაში დაეხმარება”, – წერს ევროკომისარი ვარჰეი „ტვიტერში”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები