სომხეთის არმია მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებაზე გადადის – “ისკანდერების” ამოქმედებამდე საათები რჩება
სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იძულებულია, მთიან ყარაბაღში შორი რადიუსის მოქმედების შეიარაღება გამოიყენოს, – განაცხადა უწყების პრესმდივანმა, შუშან სტეფანიანმა.
“თავდაცვის სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ სომხეთის სამხედრო ძალები იძულებულნი არიან, გამოიყენონ ფართო რადიუსის მოქმედების სამხედრო ტექნიკა ცოცხალი ძალის, უძრავი და მოძრავი ქონების, სამხედრო ტექნიკის გასანადგურებლად”, – დაწერა სტეპანიანმა სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ აზერბაიჯანის სამხედრო ძალები მძიმე სისტემებს იყენებენ, მსხვილკალიბრიან არტილერიასა და “სმერჩის” ტიპის დანადგარებს.
“რაც საბრძოლო მოქმედების ლოგიკასა და მასშტაბებს ცვლის და ახალ ნიშნულზე ადის”, – დასძინა მან.
28 სექტემბერს სომხეთის თავდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე უწყების წარმომადგენელმა არ გამორიცხა, რომ მოწინააღმდეგის მისამართით რუსული “ისკანდერები” იყოს გამოყენებული.
აღნიშნულს მოგვიანებით ბაქოში გამოეხმაურნენ. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, “აზერბაიჯანს “ისკანდერების გამოყენებაზე ადეკვატური პასუხის გაცემა შეუძლია”.