რატი იონათამიშვილი: ვპროგნოზირებდით, რომ იმ ოპოზიციის მხრიდან, რომლის რეიტინგიც ნულთან მიახლოებულია, პროვოკაციები იქნებოდა

„ამაზე მყისიერი რეაგირება გვექნება და მივმართავთ საერთაშორისო პარტნიორებსა და მისიებს, რათა მსგავსი საკითხების შეფასება მოხდეს”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა სოფელ ნახიდურში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების საკითხზე განაცხადა.

იონათამიშვილი დარწმუნებულია, რომ, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას საფრთხე არ დაემუქრება.

„ამაზე მყისიერი რეაგირება გვექნება და მივმართავთ საერთაშორისო პარტნიორებსა და მისიებს, რომლებიც არიან დამკვირვებლებიც წინასაარჩევნო პროცესში, რათა მოხდეს მსგავსი საკითხების შეფასება. ჩვენ მათ ამ საკითხზე ამომწურავ ინფორმაციას აუცილებლად მივაწვდით. როგორც ადრეც ვპროგნოზირებდით, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა არჩევნები ჩატარდეს სამართლიან და მშვიდ გარემოში, იმ ოპოზიციის მხრიდან რომლის რეიტინგიც არის ნულთან მიახლოებული, იქნებოდა გარკვეული პროვოკაციები, მაგრამ ჩვენ თითოეულ ასეთ პროვოკაციას აღვკვეთთ და გვექნება შესაბამისი რეაგირება და შეფასებები. როგორც ჩანს, ამ ადამიანებს არ აქვთ არანაირი პროაქტიური თემა, პოლიტიკური დღის წესრიგი, რომლის მეშვეობითაც შეუძლიათ, საზოგადოების წინაშე წარდგნენ და ისაუბრონ. ამიტომ, ერთადერთი გზა, რაც ჰქონიათ და თვლიან, რომ შედეგის მომტანი იქნება, არის პროვოკაცია, ძალადობის წახალისება. საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით დარწმუნებული ვართ, რომ არაფერი დაემუქრება არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებასა და ჩვენ ამ საპარლამენტო არჩევნებზე დავიცავთ დემოკრატიულობისა და სამართლიანობის მაღალ სტანდარტს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები