სავაჭრო პალატა რეგიონის მეწარმეებისთვის საგადასახადო საკითხზე უფასო ტრენინგს გორში გამართავს

სავაჭრო პალატა რეგიონის მეწარმეებისთვის საგადასახადო საკითხზე უფასო ტრენინგებს აგრძელებს.

როგორც “კვირას” სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს, ტრენინგი განკუთვნილია მეწარმეებისთვის.

“ბიზნესსექტორისთვის ჩატარდება ორი დამოუკიდებელი სესია. მეწარმეები ინფორმაციას მიიღებენ მნიშვნელოვანი საკითხების, მათ შორის, სფეროში არსებულ სიახლეების, ასევე, მეწარმეთა მხრიდან ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომების შესახებ.

ამასთან, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, პროგრამის გარდა, დასვან სხვა ნებისმიერ მნიშვნელოვან საკითხზე შეკითხვები და მიიღონ ამომწურავი პასუხი”, – ნათქვამია სავაჭრო პალატის ინფორმაციაში.

ტრენინგს სავაჭრო პალატის მიერ მოწვეული საგადასახადო ექსპერტი, ლაშა კობერიძე გაუძღვება, რომელიც ასევე არის შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების სამმართველოს უფროსი. იგი 2010 წლიდან შემოსავლების სამსახურის გუნდის წევრია და აქტიურად არის ჩართული საგადასახადო და აუდიტის მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებსა და პროექტებში.
სავაჭრო პალატამ ტრენინგი სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონში უკვე გამართა და სხვა რეგიონებშიც გეგმავს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები