სომხეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი: ხანგრძლივი ომის შემთხვევაში, აზერბაიჯანი, როგორც სახელმწიფო განადგურდება, თურქეთი კი გაიხლიჩება

სომხეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, სეირან ოგანიანი სოციალურ ქსელში სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამხედრო ესკალაციას გამოეხმაურა.

​როგორც ყოფილი მინისტრი წერს, თურქეთის მიერ სომეხი ხალხისა და არცახის წინააღმდეგ გაჩაღებული ომი გაჭიანურდება, აზერბაიჯანი, როგორც სახელმწიფო განადგურდება, თურქეთი კი, რომელიც გლობალურ საფრთხედ იქცა – გაიხლიჩება.

სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედება 27 სექტემბრის დილით დაიწყო.

​ბოლო მონაცემებით, სომხეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ე.წ. მთიანი ყარაბაღის 31 სამხედროა დაღუპული, ასევე, ორი მშვიდობიანი მოქალაქე – ბებია და შვილიშვილი, 200 პირი კი დაჭრილია.

აზერბაიჯანის დანაკარგის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა, თუმცა, ცოტა ხნის წინ ქვეყნის გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 26 მშვიდობიანი მოქალაქეა დაშავებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები