ამირან გამყრელიძე: ისევ და ისევ არის აჭარაში მოწოდება, რომ ხანდაზმულები დარჩნენ სახლში და ნაკლებად იარონ გარეთ

“დარჩი სახლში” – ეს სლოგანი ისევ დავაბრუნოთ და ავამუშაოთ, უპირატესად, აჭარაში“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

- რეკლამა -

- რეკლამა -

გამყრელიძე კვლავ მოუწოდებს ხანდაზმულებს, აუცილებელი საჭიროების გარეშე, ქუჩაში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

„ვინაიდან აჭარაში ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი გვაქვს და ინციდენტობა საკმაოდ მაღალია, ისევ და ისევ არის აჭარაში მოწოდება, რომ ხანდაზმულები დარჩნენ სახლში და ნაკლებად იარონ გარეთ, ნაკლებად მოხდეს მათზე გადადება, რადგან ინფექცია აქტიურად ცირკულირებს აჭარაში. მოგეხსენებათ, ხანდაზმულები არიან მოწყვლადი ჯგუფი ინფექციის მიმართ. მათ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, ნაკლები იყოს კონტაქტი, ნაკლები გარეთ სიარული. “დარჩი სახლში” – ეს სლოგანი ისევ დავაბრუნოთ და ავამუშაოთ უპირატესად აჭარაში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები