თამარ გაბუნია: კორონავირუსით ინფიცირებული 800-მდე პაციენტი ბინაზე მკურნალობს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეს ბინაზე კორონავირუსით ინფიცირებული 800-მდე პაციენტი მკურნალობს, მათგან 600-ზე მეტი აჭარაში, დანარჩენი კი თბილისსა და იმერეთში.

რაც შეეხება საწოლფონდს, გაბუნიას თქმით, 3000-მდე საწოლია მობილიზებული.

„ჩვენ გვეგმავთ, რომ ჩაერთონ სხვა ოჯახის ექიმები, დიდ ქალაქებში განსაკუთრებით. ასევე, გრძელდება კოვიდსასტუმროებში პაციენტების მკურნალობა, მსუბუქი პაციენტები რჩებიან იქ. რაც შეეხება საწოლფონდს, 3000-მდე საწოლია მობილიზებული. მაინც ყველაზე მეტი დატვირთვა ახლა მოდის ბათუმზე და ახლაც კი მუდმივად 80 საწოლია თავისუფალ მდგომარეობაში შენარჩუნებული  იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში გვქონდეს პაციენტების იქ გადაყვანის შესაძლებლობა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები