გოჩა ვეტრიაკოვი-გუშარაშვილი: ხელისუფლებამ უნდა მოახდინოს საინფორმაციო ველის მობილიზება ქვეყნის ინტერესების დასაცავად და რუსული პროპაგანდის გასანეიტრალებლად

“საქართველო რუსული აგრესიის მოსაგერიებლად მზად უნდა იყოს”, – ამის შესახებ მოქალაქე გოჩა ვეტრიაკოვი-გუშარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ უნდა მოახდინოს საინფორმაციო ველის მობილიზება ქვეყნის ინტერესების დასაცავად და რუსული პროპაგანდის გასანეიტრალებლად.

“საქართველოს მთავრობამ უნდა გადაიყვან ის ჩვენი ჯარი ყაზარმურ მდგომარეობაზე და თუ არ ჩაცხრა კონფლიქტი:

1. გადაისროლოს ქვედანაყოფები ჩვენი მესაზღვრეების ზურგის გასამაგრებლად; განსაკუთრებით – მწვანე საზღვრის გასწვრივ.

2. პოლიციის ქვედანაყოფები, საემიგრაციო სამსახურსა და სამედიცინო სამსახურებთან ერთად, უნდა იყვნენ მობილიზირებულები; ესკალაციის გამწვავების შემთხვევაში, არ არის გამორიცხული ლტოლვილთა ნაკადის სტიქიური გადმოსვლა საქართველოს ტერიტორიაზე!

3. საქართველოს საგარეო უწყება უნდა გააქტიურდეს გაერო-ში, ევროკავშირსა და  ვაშინგტონშიც, რათა მოხდეს რესურსების მობილიზაცია შესაძლო ლტოლვილთა დახმარების მიზნით! ვინაიდან საქართველოს არ გააჩნია საკუთარი რესურსები.

4. ხელისუფლებამ უნდა მოახდინოს საინფორმაციო ველის მობილიზება ქვეყნის ინტერესების დასაცავად და რუსული პროპაგანდის გასანეიტრალებლად!

5. უნდა მოხდეს რეზერვის ნაწილობრივი მობილიზაცია და მათთვის წვრთნების ჩატარება!

საქართველო უნდა იყოს მზად რუსული აგრესიის მოსაგერიებლად!!!!”, – წერს გოჩა ვეტრიაკოვი-გუშარაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები