აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა

 

აზერბაიჯანის პარლამენტის, მილი მეჯლისის გადაწყვეტილებით, მთიან ყარაბაღში არსებული ვითარების გამწვავების გამო, ქვეყნის რამდენიმე ქალაქსა და რეგიონში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება პარლამენტმა საგანგებო სხდომაზე მიიღო.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა პარლამენტის გადაწყვეტილება დაამტკიცა, რითაც ის უკვე ძალაში შევიდა.

საომარი მდგომარეობა ბაქოში, განჯაში, ევლახში, გეიგელში გამოცხადდა. სხვა ქალაქებში კომენდანტის საათი იმოქმედებს.

ცნობისთვის, 27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი.

წყარო: report.ge

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები