არჩილ თალაკვაძე: არანაირი შეზღუდვა საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით არ არსებობს, ვეცდებით, რომ არჩევნების დღემდე ქვეყანა მშვიდად და უსაფრთხოდ მივიდეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ყველაფერი კეთდება, რომ ქვეყანაში პანდემიის პირობებში, ამომრჩევლისა და პარტიების წარმომადგენლების უსაფრთხოება დაცული იყოს.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ ვითარებაში და თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს.

“კოვიდ პანდემიის პირობებში ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უსაფრთხოება როგორც ამომრჩევლების, ასევე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების იყოს დაცული და არანაირი შეზღუდვა საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით არ არსებობს. ჩვენ ვეცდებით, რომ არჩევნების დღემდე ქვეყანა მივიდეს მშვიდად და უსაფრთხოდ. არჩევნები ჩატარდება მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში და მე მჯერა, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს სამართლიან ბრძოლაში”, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები