სალომე ზურაბიშვილი: ჩემი ფიქრები უკრაინელ ხალხთან და კატასტროფის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებთანაა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში ავიაკატასტროფის შედეგად გარდაცვლილთა გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ძალიან მტკივნეულია აღმოსავლეთ უკრაინაში მომხდარი ავიაკატასტროფის დროს ახალგაზრდა კადეტებისა და პილოტების დაღუპვის გაგება. ჩემი ფიქრები დაღუპულთა ოჯახის წევრებთან და უკრაინელ ხალხთანაა“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერში“.

ცნობისათვის, უკრაინაში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის კატასტროფას 25 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები