სოზარ სუბარი: ძალიან მალე, ლილოს დასახლებაში ევროსტანდარტების შესაბამისი საცურაო კომპლექსი გაიხსნება

სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლილოს დასახლებაში, მოსახლეობას შეხდა, რომელსაც სტუდენტები და სპორტსმენები ესწრებოდნენ. 

- რეკლამა -

- რეკლამა -

ადგილობრივების ძირითადი მოთხოვნა ამორტიზებული ბიბლიოთეკის შენობის რეაბილიტაცია და საფეხბურთო მოედნის მოწყობა იყო.
როგორც სოზარ სუბარმა მოსახლეობას აუწყა, ძალიან მალე, ლილოს დასახლებაში ევროსტანდარტების შესაბამისი საცურაო კომპლექსი გაიხსნება, რომელიც თბილისის მიერ დაფინანსდა და რომლის ღირებულება 1 700 000 ლარია. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, დასასრულს უახლოვდება ბიბლიოთეკის შენობის სარემონტო სამუშაობი, რომლის ღირებულებაც 250 000 ლარს შეადგენს.
მოსახლეობამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გარე განათების პრობლემის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. სოზარ სუბარი მათ დაჰპირდა, რომ აღნიშნული პრობლემა მალე მოგვარდება.
,,ლილოს ახალგაზრდები ძალიან ამაყობენ, რადგან მათ საკუთარი ევროპის ჩემპიონი ჰყავთ -ლევან წიკლაური. ის ახლა პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა, რაც კარგი მოტივაციაა მომავალი თაობისთვის“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები