ირაკლი ჩიქოვანი: პრემიერის გზავნილები მიმართული იყო მშვიდობიანი გზით ომით გაყოფილი საზოგადოების შერიგებისკენ

გაეროს 75-ე გენერალური ასამბლეაზე საქართველოს პრემიერ მინისტრის მიმართვას ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, პრემიერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საქართველო ევროპული ცივილიზაციის ნაწილია და ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ უცვლელია.

,,გაეროს 75-ე გენერალური ასამბლეის გენერალური დებატების ფარგლებში პრემიერის მიმართვა საერთაშორისო საზოგადოებისადმი მნიშვნელოვანი იყო.

პრემიერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საქართველო ევროპული ცივილიზაციის ნაწილია და ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ უცვლელია.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისადმი ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა მაღალია, თუმცა, პრემიერმა კიდევ ერთხელ შეახსენა მათ, რომ უკანონო ბორდერიზაცია გრძელდება და კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს მათი მხარდაჭერის განმტკიცება, რათა მსოფლიომ ერთობლივი ძალებით აიძულოს რუსეთის ფედერაცია, შეასრულოს საერთაშორისო ნორმები და ნაკისრი ვალდებულებები. მისი გზავნილები მიმართული იყო მშვიდობიანი გზით ომით გაყოფილი საზოგადოების შერიგებისკენ“ – წერს ირაკლი ჩიქოვანი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები