პრეზიდენტმა სახელმწიფო მინისტრთან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ჰუმანიტარული ვითარება განიხილა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, თეა ახვლედიანს შეხვდა და პანდემიის პირობებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარება განიხილა, – ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო, მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო გატაცებების ფაქტებსა და ადამიანის უფლებების გახშირებულ დარღვევებს. სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა პრეზიდენტს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგები და სამომავლო გეგმები გააცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები