თამთა მეგრელიშვილი: ჩვენი ქვეყნის პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოზე, ქართველი ხალხის სახელით ისაუბრა

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე კონკრეტული ქვეყნის გამოსვლა მსოფლიოსთან საუბარია!
შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოზე, ქართველი ხალხის სახელით ისაუბრა, – ამის შესახებ ანალიტიკოსი თამთა მეგრელიშვილი ფეიქბუქზე წერს.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, პრემიერმა მსოფლიოსთან ჩვენი ქვეყნის მკაფიო და პრინციპული გზავნილები მიიტანა.

“ძალიან საამაყოა ქვეყნის გამოწვევებზე ღირსეული ლიდერის დამაჯერებელი საუბარი!
მან მსოფლიოსთან ჩვენი ქვეყნის მკაფიო და პრინციპული გზავნილები მიიტანა.
საქართველოს, როგორც ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, განვითარების გზა არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.
ეს ასახულია ქვეყნის კონსტიტუციაში და გადახედვას არ ექვემდებარება!

აღნიშნული პოლიტიკის მყარი დადასტურებაა ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები, როგორც მტკიცე ნება დასავლური საპარლამენტო დემოკრატიული სისტემის ანალოგის შესაქმნელად, რათა ქვეყანა სწრაფი ტემპით წავიდეს დემოკრატიული განვითარების გზაზე! უმნიშვნელოვანესი იყო მსოფლიოსადმი მისი მოწოდება –
გამოიჩინონ ერთობლივი ძალისხმევა და აიძულონ რუსეთი, შეწყვიტოს საერთაშორისო დონეზე ნაკისრი ნორმებისა და ვალდებულებების უგულებელყოფა.

მსოფლიომ უმაღლესი ტრიბუნიდან მოისმინა ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ხალხის მკაფიო გზავნილი – რუსეთის მხრიდან ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია, ბორდერიზაცია და ჩვენი მოქალაქეების მიმართ განხორციელებული უკანონო მოქმედებები არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა.

მსოფლიოს უნდა ახსოვდეს, რომ საქართველო და ქართველი ხალხი საუბრობს საკითხზე, ტკივილზე, რომლის მიმართაც სახელმწიფოსა და თითოეული ქართველის პოზიცია დღემდე უცვლელია!”, – წერს თამთა მეგრელიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები