თებერვალში თბილისს გერმანიაში მოღვაწე ქართველი მხატვარი გია ეძგვერაძე ეწვევა

   საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 2014 წლის თებერვალში გერმანიაში მოღვაწე ქართველი მხატვრის გია ეძგვერაძის თბილისში მოწვევა იგეგმება. მხატვარი წაიკითხავს ლექციებს ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების შესახებ, გამართავს სამუშაო შეხვედრებს და ქართველ ხელოვანებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს. პროექტი პროგრამის „საუბრები ხელოვნებაზე“ ფარგლებში ხორციელდება და მწერალთა სახლის მიერაა ინიცირებული. გია ეძგვერაძემ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი დაამთავრა. 1974 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში. მისი ნამუშევრები დაცულია ტრეტიაკოვის გალერეაში, GEETZ-ის (მიუნჰენი), ჰენრი ნანენის კოლექციებში. 1998 წელს საქართველოს ღირსების ორდენი მიიღო. მხატვარი 1995 წლიდან დიუსელდორფის სამხატვრო აკადემიის პროფესორია და 1988 წლიდან გერმანიაში ცხოვრობს და მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები