ხელოვნების სასახლის ბაღს ჯემალ ჭკუასელის ხელის ანაბეჭდი შეემატება

28 სექტემბერს ხელოვნების სასახლის ბაღს ჯემალ ჭკუასელის ხელის ანაბეჭდი შეემატება, გაიხსნება ქართველი მომღერლის და, ზოგადად, ანსამბლის მოღვაწეობისადმი  მიძღვნილი ექსპოზიციაც.. ფოლკლორის ცენტრის ინფორმაციით, ღონისძიება ჯემალ ჭკუასელი საიუბილეო 85 წლის თარიღს უკავშირდება, რომელიც მას 18 მაისს შესრულდა.
1976-1979 წლებში ჯემალ ჭკუასელი იყო საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მომღერალი; 1979-1986 წლებში – ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი, მთავარი დირიჟორი.
1986 წლიდან საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის (1999 წლიდან ეწოდა „ერისიონი“) სამხატვრო ხელმძღვანელი, დირექტორი და მთავარი დირიჟორია;
1997 წლიდან ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აღორძინებისა და დაცვის საერთაშორისო ფონდის დირექტორია. 2015 წელს  „ხელოვნების ქურუმის“ წოდება მიენიჭა.
ჯემალ ჭკუასელი არის თბილისის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის მფლობელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები