ქართული ქალაქური სიმღერების მცირე კონცერტი ათენიდან

26 სექტემბერს, 20:00 საათზე,  ათენის ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ „კავკასიას” შესრულებით, ქართული ქალაქური სიმღერების ვიდეო-კონცერტი გაიმართება.
ათენის განათლების და კულტურის ცენტრ „კავკასიას“ ინფორმაციით, შემსრულებლები არიან: ანა იმედაძე, ნატალია ანთია, ლიკა-ლეილა მაჩიტიძე, გიგა ასათიანი, მამუკა გოგოჭური, დათო წიქორიძე და მამუკა ინაძე (სამხ. ხელმძღვანელი).
„ქართული სიმღერების ვრცელი რეპერტუარი დიდი სიყვარულითა და უდიდესი შრომის ფასად მომზადდა ათენში, პანდემიის უმძიმეს პერიოდში. დღეს კი  ემიგრანტების სულიერი გამხნევების მიზნით, მის მხოლოდ მცირე ნაწილი, ხუთი საუცხოო ქართული ქალაქური მუსიკის შედევრი შესრულდება“, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.

კონცერტის ნახვა შესაძლებელია ბმულზე:
CAUCASUS-Cultural Centre /ათენის კულტურის ცენტრი «კავკასია»

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები