ევროკავშირის ქვეყნებთან თავისუფალი გადაადგილების შეწყვეტის შესახებ შვეიცარიაში რეფერენდუმი ჩატარდება
შვეიცარიის მოქალაქეები 27 სექტემბერს რეფერენდუმის შედეგად გადაწყვეტენ, სურთ თუ არა, რომ ევროკავშირის ქვეყნებს შორის თავისუფალი გადაადგილება იყოს.
Swiss Info-ს ინფორმაციით, რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით ქვეყნის მემარჯვენე სახალხო პარტია გამოვიდა, რომელმაც საჭირო ხმების შეგროვება შეძლო.
“მიგრანტები ჩვენს კულტურას ცვლიან, ასევე, მატარებლებსა და ქუჩებს საფრთხის შემცლელს ხდიან”, – ამბობდნენ პარტიის წევრები კამპანიის დროს.
გამოკითხვების თანახმად, ინიციატივა ჩავარდება, რადგან შვეიცარიელების 63%-ს სურს ევროკავშირის ქვეყნებთან თავისუფლების გადაადგილების შენარჩუნება.
შვეიცარია, აშშ-ის, ჩინეთისა და ბრიტანეთის შემდეგ, ევროკავშირის სიდიდით მეოთხე საგარეო სავაჭრო პარტნიორია.
ანალოგიური რეფერენდუმი ქვეყანაში 2014 წელსაც ჩატარდა, მაშინ ხმები ხმები თითქმის შუაზე გაიყო. თავისუფალი გადაადგილების შენარჩუნებას მხარი შვეიცარიის მოქალაქეთა 50,3%-მა დაუჭირა.