„სალხინოს კამერატა“ – კამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი

26-27 სექტემბერს,  18:00 საათზე, მარტვილის სალხინოს დადიანის საშემოდგომო რეზიდენციის ხეივანი
კამერული მუსიკის VI საერთაშორისო ფესტივალს – „სალხინოს კამერატას“ უმასპინძლებს.

ორგანიზატორების ინფორმაციით, მუსიკალური ფესტივალი იმ ტრადიციის გაგრძელებაა, რომელსაც XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან ქართველმა და ფრანგმა დიდგვაროვნებმა – დადიანებმა და მიურატებმა მარტვილში, სალხინოს საშემოდგომო რეზიდენციაში, საფუძველი ჩაუყარეს. აღნიშნული სასახლე დიდგვაროვანთა კულტურულ-სალონური შეხვედრებისა და წვეულებების ადგილს წარმოადგენდა. 2015 წლიდან კი სასახლე საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს მასპინძლობს, რომლის საკონცერტო საღამოები რეზიდენციის ორსაუკუნოვანი ჭადრების ხეივანში – ღია ცის ქვეშ, და მიურატების მიერ აგებულ ამავე პერიოდის მარნის ღვინის დარბაზში იმართება.

სალხინოს საშემოდგომო სასახლე სამეგრელოს რეგიონში ტურისტულად მიმზიდველ ობიექტს წარმოადგენს როგორც ფესტივალში მონაწილეთათვის, ისე მსმენელისთვის, სასიამოვნო განწყობის უმთავრეს ფაქტორად მუსიკასთან ჰარმონიულობაში მყოფი გარემო წარმოადგენს.

„სალხინოს კამერატა“ სამეგრელოს რეგიონში კლასიკური მუსიკის ერთადერთი საერთაშორისო ფესტივალია.

26 სექტემბერი

კამერულ- ინსტრუმენტული მუსიკა:
ანა ყიფიანი

27 სექტემბერი

ქართული რომანსის საღამო:
The Quintessence
ეკა მამალაძე
ნუკრი კაპანაძე
გიორგი სუხიტაშვილი
ნინო გულიაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები