ებრაული კულტურის საღამო გაიმართება

27 სექტემბერს, 15:30 საათზე, „კავკასიური სახლის“ ეზოში საგანმანათლებლო კულტურული ღონისძიება – „ებრაული კულტურის საღამო“ გაიმართება.
საღამოს ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ებრაული ცნობილი მელოდიები ცოცხალი შესრულებით (ვიოლინო),  ებრაული დღესასწაულების ატრიბუტიკის გამოფენა/წარდგენა და საქართველოს ებრაული მემკვიდრეობის მრავალფეროვნების გამოფენა/ წარდგენა.

ღონისძიება ტარდება კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის „კავკასიური სახლისა“ და ებრაული სტუდენტური საერთაშორისო ორგანიზაცია „ჰილელის“ ინიციატივითა და ორგანიზებით,

მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის №20.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები