რიო დე ჟანეიროს კარნავალი გადაიდო
რიო დე ჟანეიროში ცნობილი კარნავალი 2021 წლის თებერვალში არ ჩატარდება. შესაბამისი გადაწყვეტილება რიო დე ჟანეიროს სამბას სკოლის დამოუკიდებელმა ლიგამ მიიღო.
როგორც ლიგის ხელმძღვანელმა მედიას განუცხადა, ღონისძიებისთვის მოსამზადებელი დრო და საშუალება არ იქნება. თუმცა, კარნავალის ჩატარების სხვა ვარიანტები განიხილება.
მანამდე კარნავალი გაურკვეველი ვადით სან პაულუში გადაიდო. მოსალოდნელია საახალწლო ღონისძიებების გადადება ბაიას შტატში.
ბრაზილია მსოფლიოში ინფიცირების მაჩვენებლით მესამე ადგილს იკავებს.
ქვეყანაში 4 657 702 მილიონი ინფიცირებული, 139 808 გარდაცვლილი და 4 102 954 განკურნებულია.