“საბავშვო ბაღებში სწავლა გახდა უფასო, დაინერგა უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა” – “ქართული ოცნების” გვერდი ვიდეორგოლს აქვეყნებს (ვიდეო)

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ოფიციალური “ფეისბუქგვერდი” განათლებისა და მეცნიერების სფეროში განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით ვიდეორგოლს აქვეყნებს.

“განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება 2.5-ჯერ გაიზარდა : 2012 წელი – 0.7 მილიარდი ლარი; 2020 წელი – 1.8 მილიარდი ლარი;
საბავშვო ბაღებში სწავლა გახდა უფასო, დაინერგა უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა;
მასწავლებელთა საშუალო ხელფასი 290 ლარიდან 975 ლარამდე გაიზარდა;
პროფესიული განათლების დაფინანსება 7-ჯერ გაიზარდა: 2012 წელი – 9 მილიონი ლარი, 2020 წელი – 63 მილიონი ლარი;
სახელმწიფო სრულად აფინანსებს პროფესიულ განათლებას სახელმწიფო სასწავლებლებში და კერძო სასწავლებლებში პრიორიტეტულ პროგრამებზე;
პროფესიული განათლების მიღება 60 ათასზე მეტმა ადამიანმა შესძლო.;
უმაღლესი განათლების დაფინანსება ორჯერ გაიზარდა – 73 მილიონიდან 150 მილიონ ლარამდე
აშენდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. უნივერსიტეტმა სტუდენტების პირველი ნაკადი უკვე მიიღო;
მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების დაფინანსება 57 %-ით გაიზარდა: 2012 წელი – 36.6 მილიონი ლარი, 2020 წელი 57.3 მილიონი ლარი;
სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ არასრულწლოვანთა ზოგად განათლებას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები