ცნობილი გახდა, როდის ექნება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ევროპას

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის პირველი ხელმისაწვდომი ვაქცინა 2021 წლის მარტში გამოჩნდება.

ამის შესახებ ბელგიის ჯანდაცვის მინისტრმა, მეგი დე ბლოკმა განაცხადა.

“იდეაში, პირველი ვაქცინა იქნება კომპანია Sanofi-სგან და ის ბელგიასა და ევროკავშირის დანარჩენ წევრ ქვეყნებში მარტში გამოჩნდება”, – თქვა მინისტრმა ტელეკომპანია RTBF-ს ეთერში.

მისი თქმით, პირველ ვაქცინას მედიკოსები და ყველაზე მოწყვლადი მოქალაქეები მიიღებენ.

მანამდე იყო ცნობილი, რომ ევროკომისია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებაზე მოლაპარაკებას რამდენიმე ფარმაცევტულ კომპანიასთან მართავს, მათ შორის, Sanofi- სთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები