საქართველოში კორონავირუსით 26-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 26-ე პაციენტი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განთავსდა.

ჯერჯერობით, უცნობია, თუ რა ასაკისაა გარდაცვლილი პაციენტი და სად მკურნალობდა.

საქართველოში, ჯამურად, კორონავირუსით ინფიცირებული 26 პაციენტია გარდაცვლილი, ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა კი 4 399-ს შეადგენს, გამოჯანმრთელდა 1 705 პაციენტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები