გენადი როიტიხის პერსონალური გამოფენა: „ისრაელი – საქართველო“

25 სექტემბერს, 17:00 საათზე,  გობელენის მუზეუმში ხელოვან გენადი როიტიხის პერსონალური გამოფენა: „ისრაელი – საქართველო“ გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, აღნიშნულ გამოფენაზე ხელოვანი პირველად წარადგენს თავის შემოქმედებას თბილისელი მაყურებლისა და კოლეგების წინაშე.
მან 1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. შემდგომ, 90-იან წლებში, რეპატრიაცია მოახდინა ისრაელში და დაიწყო მუშაობა იერუსალიმში, ხოლონის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, დიზაინის ფაკულტეტზე, სადაც დღემდე მოღვაწეობს.
გენადი როიტიხი მუშაობს სხვადასხვა მედიაში, ესენია: კერამიკა, ქანდაკება, გრაფიკა და აკვარელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები