ბუბა არაბულის ნამუშევრების გამოფენა- გაყიდვა

„აბრეშუმის გალერეაში“  ბუბა არაბულის ნამუშევრების გამოფენა- გაყიდვა გაიმართება.
გამოფენა  25 სექტემბერს, 12 საათზე გაიხსნება.
ქვეყანაში პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, „ვითვალისწინებთ საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს და გამოფენას ოფიციალური გახსნის გარეშე წარმოგიდგენთ. დამთვალიერებელს ახალი ექსპოზიციის ნახვა შეეძლება ყოველდღე, 12:00 საათიდან 19:00 საათამდე. გამოფენა გაგრძელდება 16 ოქტომბრის ჩათვლით“, – აცხადებენ ორგანიზატორები.
დასწრება თავისუფალია.
მისამართი: მ. კოსტავას №59 (ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის შენობა).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები