აშშ-მა რუსეთს არჩევნებში ჩარევისთვის ახალი სანქციები დაუწესა

აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დააწესა, რომელშიც რუსეთის რვა მოქალაქე და  რუსეთსა და ფინეთში არსებული შვიდი ორგანიზაცია მოხვდა.

ინფორმაციას აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტი ავრცელებს.

სანქციები შემოღებულია კიბერდანაშაულისთვის, აშშ-ის არჩევნებში ჩარევისა და უკრაინაში შექმნილი ვითარებისთვის.

სანქციები დაწესებულია ბოტის გაიკოვიჩის, ელენა ივანოვას, ნადეჟდა კუჩუმოვას, ვლადისლავ ზანინის, ალექსანდრე კუზინის, დიმიტრი სიტის და ევგენი ხოდოტოვის წინააღმდეგ.

რაც შეეხება კომპანიებს – ესენია ფინეთში მდებარე რუსული კომპანია Acex OY, GCH Finland OY, Optima Freight OY და Unicum Trade OY. ასევე აფრიკის რესპუბლიკაში Lobaye Invest, ასევე სანქტ-პეტერბურგში რეგისტრირებული М-Финанс და АО НПП ПТ Океанос.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები