დაბა ლაითურის საჯარო სკოლა კორონავირუსის პრევენციის მიზნით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში კორონავირუსი მასწავლებელსა და 3 მოსწავლეს დაუდასტურდა, რის გამოც ლაითურის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

როგორც “რეგიონულ კვირას” ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს განუცხადა, ბავშვები მე-3-4 კლასის მოსწავლეები არიან.

“ვირუსი დაუდასტურდა სკოლის მასწავლებელსა და სამ მოსწავლეს, მოსწავლეები მე-3-4 კლასელები არიან. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდომიოლოგებმა შეისწავლეს ყველა კონტაქტი და სინჯები აუღეს მათ, მასწავლებლებსა და სკოლის მოსწავლეებს, 2 კვირით გადავედით დისტანციურ სწავლებაზე. სულ 38 მასწავლებელია”, – განაცხადა ლელა იმედაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები