კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერთა რიგებს კვლავ ტოვებენ

მას შემდეგ, რაც კახა ოქრიაშვილის „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდა, მისი მხარდამჭერთა რიგები დღეს კიდევ 30-მდე ადამიანმა დატოვა.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯორჯიაშვილში მცხოვრებმა ზაქარია ბადუაშვილმა „რეგიონულ კვირას” განუცხადა, რომ კახა ოქრიაშვილს თავისივე კუთხის მოსახლეობაც კი აღარ აირჩევს.

ზაქარიაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ არის საქართველოს ნათელი მომავალი და რომ შეკრებილები გოგი მეშველიანს ღიად უჭერენ მხარს.

„მერყევი ხალხის გვერდზე ყოფნა შეუძლებელია. ამიტომ, არ გვინდა, ოქრიაშვილი დღეს რომ ავირჩიოთ, ხვალ არ ვიცით, რას გააკეთებს და რისი გამკეთებელია, მერყევი ადამიანია. ,,ნაციონალები,, არიან ფაშისტები და ორგანიზაცია “ნაციონალური მოძრაობა” არის ფაშისტების ორგანიზაცია. ბევრი ვიცი მათ შესახებ, ჩემს თავზეც მაქვს გამოცდილი და ამიტომ არას ვეუბნებით “ნაციონალურ მოძრაობას”. არ გვინდა წარსულში დაბრუნება. ოქრიაშვილს არავითარ შემთხვევაში შანსი არ აქვს, იმიტომ რომ მას საკუთარი ხალხი, თავისი კუთხის შვილები განუდგნენ იმის გამო რომ წესიერი საქციელი არ ჩაიდინა“, – თქვა ზაქარია ბადუაშვილმა.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც კახა ოქრიაშვილი ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკაში ყოფილი სამთავრობო გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელდა და გაირკვა, რომ ის იქნება “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, მისი მხარდამჭერთა რიგები პროტესტის ნიშნად 500-მდე ადამიანმა დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები