დიმიტრი ხუნდაძე: კორონა პირდაპირი მნიშვნელობით გარდაცვალების მიზეზი არ არის, ის თანმხლებ დაავადებებს ართულებს, რაც ხშირად ცუდი დასასრულის მიზეზი ხდება

“კორონავირუსთან დაკავშირებით, არის გარკვეული აცდენები შეფასებებში, მაგალითად თითქოს ის, რომ ხელისუფლება ცდილობდა ინფიცირებულთა რიცხვი გაეზარდა და ამისათვის ვიღაცას ფულს აძლევდა. ახლა ვითომ შემთხვევებს მალავენ, ეს ცდება ერთმანეთს”, – ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ “დღის კურიერში” განაცხადა.

მისივე თქმით, კორონა პირდაპირი მნიშვნელობით გარდაცვალების მიზეზი არ არის, ის თანმხლებ დაავადებებს ართულებს, რაც ხშირად ცუდი დასასრულის მიზეზი ხდება.

“ეპიდსიტუაცია საყურადღებოა, მაგრამ არა საგანგაშო. იყო ქეიფები, დროსტარება, ნუ ეს კარგია, რა თქმა უნდა, თავის დროზე, როცა არ არის ამის რისკები, მაგრამ ახლა ეს არის დაუშვებელი და წარმოადგენს ძალიან დიდ საფრთხეს. საქართველოს აქვს თავისი რისკი, როცა მოსახლეობის საკმაოდ დიდი სეგმენტი არის ხანდაზმული, ქრონიკული დაავადებების მაჩვენებელი არის ერთ-ერთი მაღალი და სწორედ ეს არის სახიფათო სეგმენტი, ანუ მშობლების თაობა. სწორედ ამიტომ დავიცვათ საკუთარი, ასევე სხვისი ჯანმრთელობა.

არის გარკვეული აცდენები შეფასებებში, მაგალითად თითქოს ის, რომ ხელისუფლება ცდილობდა ინფიცირებულთა რიცხვი გაეზარდა და ამისათვის ვიღაცას ფულს აძლევდა. ახლა ვითომ შემთხვევებს მალავენ, ეს ცდება ერთმანეთს. გარდაცვლილთა რაოდენობაში აბსოლუტური უმრავლესობა არის ხანდაზმული და თანმხლები დაავადებებით, მაგრამ დღეს რაც გავიდა ინფორმაცია, რომ ჰქონდა დაავადებების ბუკეტი სამწუხაროდ პაციენტს, იყო ონკოლოგიური პაციენტი და იყო ხორხის სიმსივნით დაავადებული. საზოგადოების ერთმა ნაწილმა აღიქვა, თითქოს ეს არ იყო კორონათი გარდაცვლილი და გარდაიცვალა იმ დაავადებებით, რაც მას ძირითადად აწუხებდა. ეს ნაწილობრივ სწორია, ის გარდაიცვალა სწორედ თანმხლები დაავადების გართულებით, მაგრამ ეს გართულება გამოიწვია სწორედ კორონამ. კორონა პირდაპირი მნიშვნელობით გარდაცვალების მიზეზი არ არის, ის თანმხლებ დაავადებებს ართულებს, რაც ხშირად ცუდი დასასრულის მიზეზი ხდება”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები