„კავკასიური სახლი“ წიგნის ფესტივალზე

25-27 სექტემბერს დაგეგმილია თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ჩატარება. „კავკასიური სახლის“ ინფორმაციით, ვინაიდან ახალი კორონავირუსის – Covid-19-ის პანდემიის გამო შემოდგომის ფესტივალმაც ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა, ისინი გამორჩეული წიგნების შეძენას მომხმარებელს სოციალური პლატფორმით სთავაზობენ.

„მზად ვართ ჩვენი და ახლად დაარსებული გამომცემლობა „ალონის” გამორჩეული პუბლიკაციების შეძენა „კავკასიური სახლის” სოციალური პლატფორმებით შემოგთავაზოთ.

 ნაირა გელაშვილის, გივი მარგველაშვილის, ზურაბ კიკნაძის, გურამ ლებანიძის, ნუგზარ ანთელავას, ცირა ბარამიძის, ალექსანდრ მენის, ანტონ სუროჟელის, ემილ ლევიეს, რობერტს ლიარდონის, გიორგი გურჯიევის წიგნების (იხ. კატალოგი https://bit.ly/33Dz5ko) ყველაზე ხელსაყრელ ფასად აღმოჩენა სწორედ ჩვენს ვირტუალურ დახლზე შეგიძლიათ.

წიგნების შესაძენად საკმარისია მოგვწეროთ ჩვენს გვერდზე https://www.facebook.com/caucasianhouse.ge, სადაც ერთი კვირით, სპეციალურად ფესტივალისთვის დანიშნული ონლაინკონსულტანტები დაგაკვალიანებენ (მოგაწვდიან ანგარიშის ნომერს თანხის ჩასარიცხად და ჩაინიშნავენ თქვენს მისამართს), შემდეგ კი გამოცემებს დედაქალაქის მასშტაბით სახლში მიიღებთ“, – აღნიშნულია „კავკასიური სახლის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები