პოლონეთში განაცხადეს, რომ კორონავირუსის სამკურნალო წამალი შექმნეს

პოლონურ კომპანია Biomed-ში ოფიციალურად განაცხადეს, რომ მსოფლიოში პირველი, კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი შექმნეს.

Onet -ი წერს, რომ წამლის შექმნა კორონავირუსისგან განკურნებული ადამიანების სისხლის პლაზმის გამოყენებით გახდა შესაძლებელი.

პრეპარატის გამოშვება არაკლინიკური ცდებისთვის დაგეგმილია წლის მეოთხე კვარტლისთვის.

როგორც პოლონეთის პარლამენტის სენატორმა, ექიმმა გჟეგოჟ ჩელეიმ განაცხადა, სისხლის პლაზმით მკურნალობა პოლონეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანმო-ს მიერ ნებადართულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები