თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ კახელ ფერმერებთან შეხვედრა გამართა

თხილის ინდუსტრიის განვითარების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია ახორციელებს, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში კახელ ფერმერებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას თელავის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, შეხვედრას თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე – დავით ბეგიაშვილი დაესწრო. მიმდინარე სეზონიდან საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის FAO (The Food and Agriculture Organization of the United Nations ) და სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით დაიწყო ასოციაციის სერვისების მიწოდება კახეთის რეგიონში მცხოვრები თხილის მწარმოებელი ფერმერებისათვის. გადამზადდა აგროკონსულტანტთა ჯგუფი, რომელთაგან თითოეული მენეჯმენტს გაუწევს საშუალოდ 250 ჰექტარ თხილის ფართობს. ძირითადი საკითხები იქნება ნიადაგის ნაყოფიერების მართვა, გასხვლა-ფორმირება, ირიგაცია, მავნებლებსა და დაავადებებთან ბრძოლა, მოსავლის აგროვადებში აღება, შრობა და დასაწყობება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები