ქართველი ბიზნესმენი, სავარაუდოდ, თოვლში გაყინვით გარდაიცვალა

   სომხეთში გარდაცვლილი ქართველი ბიზნესმენი არჩილ მაღრაძე, წინასწარი ვერსიით, თოვლში გაყინვის შედეგად დაიღუპა. ”ბილაინის” სომხური შვილობილი კომპანიის „Арментел“-ის კომერციული დირექტორი 35 წლის არჩილ მაღრაძე სომხეთის სამთო-სათხილამურო კურორტ ცახკაძორში სნოუბორდით სრიალს აპირებდა, რა დროსაც გაიყინა. როგორც სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, მაღრაძის გვამი 3 თებერვალს ცახკაძორის დასასვენებელ ზონა ,,ტუ ჯურის” მახლობლად იპოვეს. სომხეთის შსს-ს მიერ დანიშნულია ექსპერტიზა, რომლის დასრულების შემდეგაც გავრცელდება დამატებითი ინფორმაცია. არჩილ მაღრაძე ,,ბილაინის” შვილობილ კომპანია „Арментел“-ის კომერციული დირექტორის თანამდებობაზე 2013 წლის ივლისში დაინიშნა. 2006-2008 წლებში “ბილაინის” თბილისის ოფისში, სხვადასხვა დროს კი კომპანიის ტაშკენტისა და კამბოჯის ოფისებში მუშაობდა. გარდაცვლილს მეუღლე და 4 შვილი ჰყავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები