ამბროლაურში ახლადშექმნილი ოჯახებისთვის ფინანსური დახმარების პროგრამა ხორციელდება

ახლადშექმნილი ოჯახების ხელშეწყობის მიზნით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ხორციელდება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს. მათი ცნობით, პროგრამა  ითვალისწინებს სოციალურად დაუცველ (150 001 -მდე სარეიტინგო ქულა) ახალდაქორწინებულ წყვილთა ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
მათივე ინფორმაციით, პროგრამით სარგებლობისთვის აუცილებელია ორივე მეუღლე რეგისტრირებული იყოს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში და ერთ-ერთი სარგებლობდეს მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსით, გარდა ამისა, ქორწინება (მათ შორის, ფაქტობრივი თანაცხოვრების დაწყება) უნდა შედგეს პროგრამის მოქმედების პერიოდში.
აღნიშნულის გარდა, მუნიციპალიტეტი ახორციელებს სხვა მნიშვნელოვან პროგრამებს, რომლებიც მიმართულია დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და შობადობის გაზრდის წახალისებისკენ.
სოციალური პროგრამის ფარგლებში, ახალშობილთა და მრავალშვილიან ოჯახებს შეუძლიათ, ისარგებლონ სხვადასხვა სახის ერთჯერადი დახმარებით: პირველ და მეორე ახალშობილზე – 400 ლარი, მესამე და მომდევნო ახალშობილზე – 450 ლარი, ტყუპი ახალშობილების შეძენის შემთხვევაში – 900 ლარი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მრავალშვილიან (სამი და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახებზე კი ერთჯერადი ფინანსური დახმარებით – 400 ლარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები