რატი იონათამიშვილი: აღარავის უნდა გაუკვირდეს, რომ ოპოზიციის რეიტინგი დღეს ძალიან დაბალია და ხვალ კიდევ უფრო დაბალი იქნება
“აღარავის უნდა გაუკვირდეს, რომ ოპოზიციის რეიტინგი დღეს არის ძალიან დაბალი და ხვალ კიდევ უფრო დაბალი იქნება”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ოპოზიციის განცხადებებზე საუბრისას აღნიშნა.
მისი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიცია საზოგადოების წინაშე საკუთარი სახის ლუსტრაციას ახდენს.
„მთელი ამ ხნის მანძილზე, ფაქტობრივად, არ უსაუბრიათ საზოგადოებასთან, არ უსაუბრიათ საქმეზე. გასაგებია, რომ მათ ამის რესურსი არ გააჩნიათ, მაგრამ ელემენტარული საჭიროება მოითხოვს ამას. ამით ისინი ლუსტრაციას ახდენენ საზოგადოების წინაშე საკუთარი სახისას. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უპასუხისმგებლო ქმედება, რაც კი ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდში გვახსოვს და ამის შეფასება მოხდება ძალიან ობიექტურად, აღარავის უნდა გაუკვირდეს, რომ მათი რეიტინგი დღეს არის ძალიან დაბალი და ხვალ კიდევ უფრო დაბალი იქნება“, – განაცხადა იონათამიშვილმა.