დაღესტნის ციხეში პატიმრებმა გვირაბი გათხარეს და გაიქცნენ
დაღესტნის ციხიდან ექვსმა პატიმარი გაქცევა შეძლო.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის გამოსასწორობელი კოლონიის რეგიონული სამმართველო ავრცელებს.
აღინიშნება, რომ პატიმრებმა გაქცევა გვირაბის გათხრის შედეგად შეძლეს, რომელიც ბადრაგმა საკონტროლო შემოწმების დროს აღმოაჩინა.
ამჟამად სამძებრო სამუშაოები ტარდება.
ადგილობრივი მედია წერს, რომ გაქცეულებს თავისუფლების აღკვეთა 8-დან 15 წლამდე ჰქონდათ მისჯილი, მათგან ორს – მკვლელობისთვის.