სოფელ უჯარმის საჯარო სკოლის ეზოში სპორტული და გასართობი სივრცის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

სოფელ უჯარმის საჯარო სკოლის ეზოში, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, სპორტული და გასართობი სივრცის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ცნობით, მოსწავლეებს მალე ახალი-მრავალფუნქციური სტადიონი, სატრენაჟორო სივრცე, სახტომი ორმო და სარბენი ბილიკი ექნებათ. სამუშაოები, რომელიც სკოლის ბიუჯეტიდან ფინანსდება წლის ბოლომდე დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები