გორში დეკორატიული ხე-მცენარეების დარგვა მიმდინარეობს

გორში დეკორატიული ხე-მცენარეების დარგვა მიმდინარეობს, რომელიც ადგილობრივმა მერიამ შეიძინა. დაგეგმილი საშემოდგომო სამუშაოების ფარგლებში გამწვანდება ქალაქში არსებული სკვერები და პარკები.
პირამიდული ბზის, დასავლური ტუიას, ჰიმალაიური კედრის, ესპანური სოჭისა და ღვიას 25 ნერგი გადანაწილდა ბარათაშვილის სკვერში, სამხატვრო სკოლასთან, ასევე, ჭალის დასახლებასა და მესამე სკოლის მიმდებარედ არსებულ დასასვენებელ სივრცეებში.
ვერცხლისფერი ნაძვის, დასავლური ტუიის, ბზისა და ძახველის 45 ნერგი გუშინ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლებმა გოგებაშვილის ქუჩაზე დარგეს. პირამიდული ბზა და დასავლური ტუია დაირგო ,,შიოს წყაროს,, სკვერში.
გამწვანების სამუშოები გორში მთელი სეზონის განმავლობაში გაგრძელდება. მიმდინარე კვირის ბოლომდე, ქალაქის გაზონებსა და სკვერებს 221 ახალი დეკორატიული მცენარე – ვერცხლისფერი ნაძვი, ესპანური სოჭი, ჰიმალაიური კედარი, დასავლური ტუია, ბზა და ძახველი შეემატება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები