დმანისის მუნიციპალიტეტში საბავშო ბაღების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დმანისის მუნიციპალიტეტში საბავშო ბაღების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” დმანისის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათი ცნობით, როგორც დმანისის მერი აღნიშნავს, ქალაქ დმანისის N1, N2 და სოფლელ – განთიადისა და ჯავახის საბავშვო ბაღებში სამუშაოები ახლახან დაიწყო და რეაბილიტაციასთან ერთად საქვაბის ფართის მოშენების სამუშაოები (ბოსლების, გომარეთის, მაშავერის, სარკინეთის, ასევე ქალაქ დმანისში ვაჟა ფშაველას ქუჩაზე მდებარე ბაღში) მიმდინარეობს.

“პროექტი, რომლის ღირებულება 2092663 ლარია, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ცენტრალური გთბობა, სააღმზრდელო ოთახები, საძინებლები, სამზარეულო და სველი წერტილები. აღნიშნულ პროექტს ექნება დადებითი ზემოქმედება სოციალურ გარემოზე. ადგილობრივი მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება თანამედროვე სტანდარტების მქონე საბავშვო ბაღის შენობებით, რაც გამოიწვევს აღსაზრდელებისა და პედაგოგების პირობების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას”, – განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა,  გიორგი ტატუაშვილმა.

სარემონტო სამუშაოები დმანისის მერმა – გიორგი ტატუაშვილმა სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებთან ადგილზე ერთად შეაფასა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები